ფინანსთა მინისტრის მოადგილე გორის სოფლებში საკონსულტაციო შეხვედრებს დაესწრო

122

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი შიდა ქართლში, შავშვების ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში (შავშვები, ქვემო შავშვები, ნაწრეტი, წითელუბანი) არსებულ პრობლემებს გაეცნო და მოსახლეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პრიორიტეტებზე ესაუბრა.

ასევე, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შიდა გზების მოწესრიგება, გარეგანათება, ახალგაზრდებისთვის სპორტული ინვენტარის შეძენა – ეს ის პროექტებია, რომელთა დაფინანსების გადაწყვეტილება ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით აღდგენილი პროგრამა, საშუალებას იძლევა, ადგილობრივმა მოსახლეობამ თავად შეარჩიოს სოფლისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები და გააკონტროლოს დახარჯული თანხების მიზნობრიობა.