არასამთავრობოები: პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა უშედეგო აღმოჩნდა

707

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ზურაბ ალავიძესთან შეხვედრა 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებასთან დაკავშირებით უშედეგო აღმოჩნდა. მესამე სექტორის წარმომადგენლების თქმით, შეთანხმება ფუნდამენტურ საკითხზე – თვითმმართველობის არსზე არ არსებობს. შესაბამისად, ქალაქებისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით მათი არგუმენტების ხელისუფლების წარმომადგენლებს ამიტომაც არ ესმით.

კონკრეტულად რაზე ისაუბრეს პარლამენტის თავმჯდომარესთან და როგორ დასრულდა შეხვედრა, ამის შესახებ სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA) ხელმძღვანელმა, ზვიად დევდარიანმა და არასამთავრობო ორგანიზაციის – “საუნჯეს” წარმომადგენელმა ეგნატე შამუგიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში – “მთავარი თამარ ჩიქოვანთან” ისაუბრეს.