მუნიციპალიტეტების დაფინანსების ახალ წესთან დაკავშირებით ოზურგეთში შეხვედრა გაიმართება

1039

პარასკევს, 21 დეკემბერს, 12:00 საათზე ქალაქ ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კოალიციის “ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის“ წევრები – ირაკლი მელაშვილი, კოკა კიღურაძე და მაგდა პოპიაშვილი ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მუნიციპალიტეტების დაფინანსების ახალ წესთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავენ.

შეხვედრაზე განხილული იქნება თემები: რატომ არ ვარგა ხელისუფლების მიერ შემუშავებული მუნიციპალიტეტების დაფინანსების ახალი წესი, რას სთავაზობენ სამოქალაქო ორგანიზაციები ხელისუფლებას და როგორ მიმდინარეობს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავების პროცესი.