ლაშა დამენია – ადგილობრივი თვითმმართველობის ე.წ. რეფორმას მოსახლეობისთვის გაუარესება მოაქვს

860

ადგილობრივი თვითმმართველობის ე.წ. რეფორმას მოსახლეობისთვის გაუარესება მოაქვს, – ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს“ წევრმა ლაშა დამენიამ განაცხადა.

„ხელისუფლებამ ეს ე.წ. რეფორმა წამოიწყო თითქოს იმიტომ, რომ ბიუჯეტში ამით გარკვეულ ეკონომიას მოახდენდნენ, ამ დროს მათივე მონაცემებით ჩანს, რომ ისინი ამ გაერთიანებით ადმინისტრაციულ ხარჯს ისევ ზრდიან. ეს ყველაფერი დემოკრატიიდან უკანგადადგმული ნაბიჯია. ამ რეფორმას არაფერი მოაქვს მოსახლეობისთვის. აღნიშნული რეფორმით არც პენსიის ზრდაა გათვალისწინებული, არც სამუშაო ადგილების შექმნისკენაა მიმართული. ამ ვითომ რეფორმას მოსახლეობისთვის გაუარესება მოაქვს, როგორც დემოკრატიულობის, ასევე თვითმმართველობის კუთხით. რასაც დღეს ,,ქართული ოცნება” აკეთებს სრული ფარსია და ვფიქრობ, რომ მთელი საქართველო – არასამთავრობო ორგანიზაციები წინააღმდეგები არიან იმისა, რომ 7 თვითმმართველ ქალაქს გაუუქმდეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი”, – განაცხადა დამენიამ.

ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარლამენტში დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. მას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ესწრებიან.

წყარო: ინტერპრესნიუსი