ზუგდიდიდან მესტიის მიმართულებით გზა 45 დღით ჩაიკეტება

943

ზუგდიდში წყალარინების ქსელის მშენებლობის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთი 45 დღის განმავლობაში ჩაიკეტება. ამ პერიოდში მოძრაობა შემოვლითი გზით იქნება შესაძლებელი.

“ზუგდიდში წყალარინების ქსელის მშენებლობის სამუშაოების წარმოებისთვის, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ0-კმ2 მონაკვეთი 45 დღის განმავლობაში ჩაიკეტება. სამუშაოების წარმოების პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შემოვლით გზაზე გადაერთვება და ავტოტრანსპორტი მესტიის მიმართულებით და უკან საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 333-ე კმ-დან ჭავჭავაძის ქუჩის გამოყენებით იმოძრავებს“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.