“გადაინაწილეს“ თუ არა უკვე თანამდებობები სუს-ის კადრებმა ოზურგეთში

738

ოზურგეთელებისთვის ბოლო ერთი კვირა დაძაბული აღმოჩნდა  –  ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი თვითმმართველი ერთეულების გაუქმების საკითხი, რასაც საზოგადოების სხვადასხვა ფენის  წარმომადგენლებში  ხმაური  მოჰყვა. ამ ფონზე კი პარტიები წინასაარჩევნოდ უკვე აქტიურ მუშაობას შეუდგნენ.

“გურია ნიუსი”  დაინტერესდა, რა მდგომარეობაა პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის რაიონულ ორგანიზაციაში,  ვინ არიან ბიუროს წევრები, დაინიშნა თუ არა აღმასრულებელი მდივანი? – ბოლო დღეების განმავლობაში “ქართული ოცნების” ოზურგეთის ოფისში განსაკუთრებული ხალხმრავლობა და საქმიანი მიმოსვლა შეინიშნება, რასაც მეთვალყურეობას  ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კობა დუნდუა უწევს.

ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციას ისევ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია ხელმძღვანელობს. ბიუროს წევრები კი  – მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი, მერის მოადგილე კობა დუნდუა და სოფელ შრომის დეპუტატი დავით ჭაკნელიძე არიან. ჯერჯერობით, ვაკანტურია ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის გელა კობალაძის პოსტი, რომელიც, ასევე, ბიუროს წევრი იყო.

რაც შეეხება პროპორციულ საარჩევნო სიებს, ჩვენი ინფორმაციით, პროპორციულ სიებზე მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ბიუროს სხდომა  ჯერ ოფიციალურად არ  ჩატარებულა, ამის შესახებ ოფიციალური პასუხი, ვერც პარტიის თავმჯდომარისგან და ვერც ბიუროს წევრებისგან ვერ მივიღეთ.

პარტიას არ ჰყავს აღმასრულებელი მდივანი, თუმცა, ამ პოსტზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის დეპუტატის ბიძინა გობრონიძის და ქალაქ ოზურგეთის მერიის წამყვანი სპეციალისტის მარიამ ჩხიკვიშვილის კანდიდატურები განიხილება.

მარიამ ჩხიკვიშვილის კანდიდატურა, თითქმის, გადაწყვეტილი იყო  – მას ბიუროს ყველა წევრი უჭერდა მხარს გარდა სოსო ერქომაიშვილისა და მისი კანდიდატურა ამ ეტაპზე აღმასრულებელი მდივნის პოსტზე დროებით შეჩერებულია, სამაგიეროდ,  სწორედ,  ერქომაიშვილი ლობირებს  გობრონიძის კანდიდატურას.

 

რაც შეეხება ქალაქ ოზურგეთის მერობის კანდიდატს, ამ საკითხზე უკვე ღიად საუბრობენ, რომ ეს მერის თანამდებობის დაკევება კობა დუნდუას სურს, საკრებულოს თავმჯდომარეობა კი, გუბერნატორის მოადგილეს სოსო ერქომაიშვილს.

თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ არჩვენებში კანდიდატურების ბედს სუს-ი გადაწყვეტს, მაშინ დუნდუასა და ერქომაიშვილის სავარაუდო კანდიდატურები სიმართლეს შეესაბამება, რადგან აქედან ერთ-ერთი სუს-ს უფროსის ვახტანგ გომელაურის მოადგილის იოსებ გოგაშვილის ახლო ნათესავია მეორე კი  –  უახლოესი მეგობარი.

 

კითხვაზე  – უნდა თუ არა საკრებულოს თავმჯდომარეობა გუბერნატორის მოადგილეს, სოსო ერქომაიშვილი ამბობს, რომ ეს არის პოლიტიკური ჭორი, რომელიც ძალიან ადრე დაიძრა:

“მეც მსმენია, რომ თითქოს მე მამზადებენ საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.  მე ვარ გუბერნატორის მოადგილე და ვასრულებ ჩემს მოვალეობას ჩემს პოზიციაზეასევე, ვერაფერს გეტყვითკობა დუნდუას მერობის კანდიდატად დასახელებასთან დაკავშირებით, ანუ ეს საკითხები დღის წესრიგშიოფიციალურად არ არის”,  – ამბობს ერქომაიშვილი.

რაც შეეხება ერქომაიშვილის მიმართ სუს-ის ლობირებას, ის ამბობს, რომ სოსო გოგაშვილი მისი მეგობარია:

ვარ თუ არა სუსის კადრიმე ვარქართული ოცნების კადრიმე ვარ საზოგადოებრივი მოძრაობა  “ქართულიოცნების“ ერთერთი დამფუძნებელი. რაც შეეხება მეგობრობას სოსოთან, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვართთანამებრძოლები და ასევე, მეგობრები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე, ვინმეს მართავს, ვინმე ვინმესლობირებს და ვინმეს რამესუპრავებს“.

კითხვაზე _ ლობირებს თუ არა ის აღმასრულებელი მდივნის პოსტზე ბიძინა გობრონიძის დანიშვნას და დაბლოკა თუ არა მარიამ ჩხიკვიშვილი, ერქომაიშვილის პასუხი ასეთია:

მინდა ვთქვა, რომ “ქართული ოცნება“ მოხარული იქნება იმით, რაც შეიძლება მეტი ჯანსაღი კადრი მიიზიდოს პარტიის რიგებში. მარიამ ჩხიკვაძეს ვიცნობ, როგორც კარგ ადამიანს, განათლებულ და ენერგიულ პიროვნებას, რომელიც ჩართული იყო  პარტიულ საქმიანობაში და ეს მახარებს. მეც მსმენია იმის შესახებ, თითქოს, ვეწინააღმდეგები მის კანდიდატურას აღმასრულებლის პოზიციაზე, მაგრამ ეს არ გახლავთ სიმართლე. რაც შეეხება გობრონიძის კანდიდატურას, აქაც განვმეორდები და ვიტყვი, “ქართულ ოცნების“ პრიორიტეტია ჯანსაღი კადრების მოზიდვა, თუმცა, გობრონიძის შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, მისი რესურსი ჯერ კიდევ 4 წლის წინ იქნა პარტიის მიერ შერჩეული, რამაც ხელი შეუწყო მის გადეპუტატებას სოფელ თხინვალში. ასე რომ, ვადასტურებ მხოლოდ ერთს, “ქართულ ოცნებას“ სჭირდება ახალი სისხლი და ჯანსაღი რესურსი, როგორც ყველა დახვეწილ და მართველ პარტიას ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში“,  – ამბობს სოსო ერქომაიშვილი. 

წყარო: გურიანიუსი