ცნობილია, როდის დაიწყება საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ზამთრის არდადეგები

1155

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განმარტავენ, არდადეგები საგაკვეთილო პროცესს ეხება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ პედაგოგებს სკოლაში გამოცხადება არდადეგების პერიოდშიც მოუწიოთ იმის გათვალისწინებით, აქვთ თუ არა რაიმე საქმე დასასრულებელი. ამის შესახებ ინფორმაცია მასწავლებელმა სკოლის ადმინისტრაციასთან, დირექტორთან უნდა გაარკვიონ.

როგორც ბაგა-ბაღების სააგენტოში ამბობენ, გამოიცემა შესაბამისი ბრძანება და სავარაუდოდ, რადგან 14 იანვარი ორშაბათი დღეა, ბაღებში სააღმზრდელო პროცესი სწორედ 14 იანვარს, ხოლო, სკოლებში სწავლა 15 იანვარს განახლდება.