შარტავას ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა აღდგა

291

წინა სტატია

კოსტავას და შარტავას ქუჩებზე, მას შემდეგ რაც გზის ორივე მხარეს ე.წ. “ბასლეინები“ დახაზეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა განახლდა.

მერიის ინფორმაციით, შარტავას ქუჩაზე N14, N29 და N49 ავტობუსებისა და N11, N30, N66, N88 და N208 მიკროავტობუსების, ხოლო კოსტავას ქუჩაზე N51 და N91 ავტობუსები და N145 და N202 მიკროავტობუსები უკვე ორმხრივად მოძრაობენ.

მერიის ინფორმაციით, რეაბილიტირებულ მონაკვეთზე “ბასლეინები“ და შუქნიშნები, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტს პრიორიტეტული გავლის რეჟიმით იმუშავებენ, ყოველდღიურად 140-150 ათასი მგზავრის შეუფერხებელ და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფენ.