2019 წელს ცხოველთა თავშესაფარი ყველა რეგიონში აშენდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კომპანიონ ცხოველთა თავშესაფრების მოწყობას იწყებს.

უწყების ცნობით, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში თავშესაფრების მშენებლობაზე მუნიციპალური განვითარების ფონდი ტენდერებს წლის ბოლომდე გამოაცხადებს, სხვა რეგიონებში კი – მომავალ წელს. 2019 წელს თავშესაფრის აშენება ყველა რეგიონში იგეგმება.

მუნიციპალური თავშესაფარი არაკომერციული დაწესებულებაა, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველთა პოპულაციის მართვას, კომპანიონი კი არის ცხოველი, რომელიც ადამიანს ჰყავს ესთეტიკური თუ სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ის ექვემდებარება ადამიანის მიერ მოვლას და პატრონობას.

მიუსაფარ ცხოველთა სიმრავლის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას კახეთში, სადაც დიდია დაავადებებისა და ეპიდემიის გავრცელების რისკი, ასევე ხშირია ადამიანების დაკბენის შემთხვევები.

თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 2017 წელს ძაღლებმა 321 ადამიანი დაკბინეს და აქედან 224 ბავშვია.

კომპანიონ ცხოველთა თავშესაფარი შემოღობილ ტერიტორიაზე განთავსდება და აღიჭურვება ადმინისტრაციული და კარანტინის შენობებით, ვეტერინარული კლინიკით, ლაბორატორიით, ვოლირებითა და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით. პროექტის ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 715 ათასი ლარია.

საერთაშორისო სტანდარტის თანახმად, თავშესაფარში აუცილებელია ხუთი ძირითადი თავისუფლების პრინციპის დაცვა, ესაა: წყურვილისა და შიმშილისგან თავისუფლება, დისკომფორტისგან თავისუფლება, ტკივილის, ჭრილობის და ავადმყოფობისგან თავისუფლება, თავისი სახეობისთვის დამახასიათებელი ნორმალური ქცევის განხორციელების თავისუფლება, გადაადგილების თავისუფლება, შიშისგან და სტრესისგან თავისუფლება.

თავშესაფარი ვალდებულია აწარმოოს ცხოველთა აღრიცხვა და უზრუნველყოს თავშესაფარში მათი ბრუნვის ამსახველი სტატისტიკა, ყველა ცხოველის სტერილიზაცია და ვაქცინაცია.

კომპანიონ ცხოველთა კახეთის რეგიონალურ თავშესაფარში 24-საათიანი “ქოლცენტრი“ იმუშავებს, რომლის მეშვეობითაც მოხდება გამოძახება ცხოველის თავშესაფარში გადასაყვანად.

თავშესაფრის ფუნქციებში შევა ცხოველის პატრონის დადგენის ან ახალი პატრონის მოძიების მიზნით ქმედითი ღონისძიებების გატარება, ცხოველთადაცვით ორგანიზაციებთან ერთად ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიების წარმოება.

მსგავსი სიახლეები
მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანაზე ზუგდიდის მერიამ 29 965 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
სენაკის მერიამ მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანაზე ტენდერი გამოაცხადა. მომსახურება თავშესაფარში გადაყვანასთან ერთად, ცხოველების მოვლა-კვებას, ვაქცინაციას,
ცხოველთა თავშესაფრის პროექტის ავტორებმა გამოცემა "რადიო მოზაიკას" განუცხადეს, რომ "ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის პროექტი გადაწერილია". მათი თქმით,
თვითმმართველი ქალაქი, რომელსაც მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრი არ აქვს. პრობლემა, რომელიც ბათუმში დღემდე მოუგვარებელია. ინფორმაციას TV25
გორში მიუსაფარი ძაღლებისთვის ცხოველთა უფლებადამცველი და ვეტერინარი ირმა მთიულიშვილი შესაბამისი სახლების დამზადებას გეგმავს. რის შესახებაც
წინა სტატია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მიუსაფარი ცხოველების თავშესაფრის მშენებლობაზე მუშაობა დაიწყო.
ზუგდიდის მერიის საფინანსო-საბიუჯეტოს სამსახურის უფროსის, ნანი მიქენაიას განცხადებით, ადგილობრივ ბიუჯეტს მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრის მშენებლობისთვის ფული
წინა სტატია არასამთავრობო ორგანიზაცია „მერკური“ მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვას იწყებს. მიუსაფარი ცხოველების მონაცემების შეკრებას ორგანიზაცია მოხალისეების დახმარებით
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის დავით რაზმაძის თქმით, გორში და გორის მუნიციპალიტეტში ნომერ პირველი პრობლემა მიუსაფარი
მარნეულის მერიამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანისათვის 16 949 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
თელავის მერიამ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების მოვლა-პატრონობის პროგრამა დაიწყო. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს. როგორც
სამცხე-ჯავახეთში, შესაძლოა, მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდეს. რეგიონში წლების განმავლობაში არსებული პრობლემის მოგვარების იდეა, სამცხე-ჯავახეთის
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამ ცხოველთა დაცვის ფედერაციის მონიტორინგის ჯგუფთან ერთად, ქალაქ სამტრედიის ტერიტორიიდან მიუსაფარი ძაღლები სპეციალურ
ზუგდიდიდან მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის პროცესი დაიწყო. ინმეწარმე გიორგი მაღლაფერიძის თქმით, რომელმაც ზუგდიდის მერიის მიერ მეოთხედ
"თელავში მიუსაფარი ძაღლების პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარდება", - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა. ინფორმაციას
%d bloggers like this: