გორის მიწათსარგებლობის გენგეგმაზე მუშაობა 2019 წლის ბოლოს დასრულდება

589

სტატიის გაგრძელება

შიდა ქართლის გუბერნატორის გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, გორის მერია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავების დასკვნით ეტაპზე გადავიდა და ის 2019 წლის ბოლოს იქნება მზად. ამის თაობაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ კომპანია უკვე დაიქირავა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

“გიდასტურებთ, რომ გენერალური გეგმა მომდევნო წლის ბოლოს იქნება მზად. მე მქონდა ამ საკითხზე კონსულტაციები გორის მერიასთან და მითხრეს, რომ გენგეგმააზე სამუშაოდ კომპანია უკვე დაიქირავეს” – განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.

“მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლება-შემუშავება კომპლექსური პროექტია. ის დიდ დროსა და მნიშვნელოვან ფინანსურ თუ ადამიანურ რესურსს მოითხოვს.” – აღნიშნავენ კომპანია “სითი საქართველოს” წარმომადგენლები. მათ აღნიშნული პროექტის სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დაასრულეს.

ხოჯევანიშვილის განაცხადებით, აღნიშნული კომპანია ერთ-ერთი ავტორიტეტული ორგანიზაციაა საქართველოში, რომლის წარმომადგენლები თბილისის გენგემაზეც მუშაობდნენ.