წყალტუბოს მერია ქალაქის შესასვლელში განსათავსებელი აბრის პროექტზე კონკურსს აცხადებს

1111

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ქალაქის შესასვლელში განსათავსებელი აბრის პროექტზე კონკურსს აცხადებს.

მერიის ცნობით, განაცხადები 1 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება. გამარჯვებულს კი, ფულადი ჯილდო გადაეცემა.

პროექტის ავტორებს განაცხადების გაგზავნა ელექტრონულ ფოსტაზე tskaltubo1@gmail.com ან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში (ქ.წყალტუბო, რუსთაველის ქუჩა N25) შეუძლიათ.

განაცხადში აღნიშნული უნდა იყოს ესკიზის ელეტრონული დიზაინი/ვიზუალურ მხარე, არქიტექტურულ-ესკიზური პროექტი ავტორისეული ხედვით, საპრეზენტაციო მასალები; დასრულებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ვადა; ფოტომონტაჟი – მინიმუმ 2 ხედი და სამუშაოს სავარაუდო ღირებულება.

როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის ავტორი კონკურსის მომდევნო ეტაპზე სპეციალურ კომისიას უშუალოდ გააცნობს პროექტს და მათთან ერთად განიხილავს დეტალებს.