გორის მერია ადმინისტრაციულ შენობაში ლიფტების შესაკეთებლად 3 740 ლარს დახარჯავს

778

გორის მერია შენობაში ლიფტების შეკეთებას აპირებს. ლიფტების შესაკეთებლად მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3740 ლარი გამოყო. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. მომსახურების მიწოდების და ლიფტების ტექნიკურად გამართულობის დადებითი დასკვნის (ინსპექტირების სერტიფიკატი) წარმოდგენის ვადად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღე განისაზღვრა. სატენდერო პირობების მიხეიდვით, პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების (ლიფტების შეკეთება, რეაბილიტაცია, მონტაჟი) შესრულების გამოცდილება.

“2015 წლის 01 იანვრიდან წინადადებების მიღების დასრულების დღემდე პრეტენდენტს შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 50 000 ლარის ღირებულების შესაბამისი სამუშაოები, ამასთან დაკავშირებით უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულებ(ებ)ი და მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის ასლ(ებ)ი”, – აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.