სოფელ სარფში სასმელი წყლის სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

564

სოფელ სარფში სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალის რეაბილიტაციის მე-2 ეტაპი მიმდინარეობს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, აღნიშნული სამუშაოები წყლის ხარისხს გააუმჯობესებს.

პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ალსოფი“ ახორციელებს, რისთვისაც 147 000 ლარი დაიხარჯება.  სარფში, სამუშაოები 15 მარტს დაიწყო და 5 თვეში დასრულდება.