ფოთში საცურაო აუზისა და სპორტული დარბაზის მშენებლობა იწყება

857

ფოთში სპორტული დარბაზისა და საცურაო აუზის მშენებლობასთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია, მოადგილეებთან ერთად, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის „Cobra instalaciones servicios”, საქართველოს ფილიალის წარმომადგენლებს შეხვდა.

“სპორტული დარბაზისა და საცურაო აუზისმშენებლობა 2019 წელს უნდა დასრულდეს. მისი ღირებულება 14 500 136 ლარს შეადგენს”, – აცხადებენ ფოთის მერიაში.

არქიტექტორებმა ქალაქის მერს შენობის პროექტი წარუდგინეს და მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები განიხილეს.

ამასთან, კომპანია „Cobra instalaciones servicios” სამუშაო ჯგუფმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მშენებლობისთვის გათვალისწინებული ტერიტორია დაათვალიერა.