გორის მერი ესპანეთში გენდერული საკითხების განსახილველად მივლინებით იყო წასული

1002

გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი მივლინებაში წელს ორჯერ იყო წასული. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო “მოზაიკას” გორის მერიიდან მიაწოდეს.

კონსტანტინე თავზარაშვილი 10-12 თებერვალს თურქეთში, საფეხბურთო კლუბ “დილას” მიწვევით იყო. მივლინების ხარჯები გორის მერიამ აუნაზღაურა.

გორის მერი 7 დღით იმყოფებოდა ესპანეთში ევროკავშირის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე “გენდერულ თანამშრომლობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის გამოცდილების გაზიარება”. კონსტანტინე თავზარაშვილი ესპანეთში 25 მაისს გაემგზავრა. მივლინებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 273.94 ლარი გადაიხადა.