დღეს გურჯაანში პროექტი – “MoonLight” იწყება

567

დღეს 20 საათზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში პროექტი – “MoonLight” იწყება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში, გურჯაანის დიდების მემორიალზე ფილმის ჩვენება გაიმართება, ასევე, მოეწყობა კარაოკე, “justs dance” და იქნება ელექტრონული მუსიკა. პროექტი მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება და მსგავსი ღონისძიებები სოფლებშიც ჩატარდება.

“სოციალურ ქსელში პროექტს მოყვა ძალიან დიდი გამოხმაურება. ღონისძიებას პირველად გურჯაანში ჩავატარებთ, შემდეგ ამას ექნება მოხეტიალე კინოთეატრის სახე და ვივლით სოფლებში, რადგან ხალხს არ შეუძლია გურჯაანში გვიან გადმოსვლა. ყველას ექნება შესაძლებლობა, ფილმებს უყურონ გარეთ, მოუსმინონ ელექტრონულ მუსიკას და ჩვენთან ერთად გაერთონ”, – განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მარიამ ხანდამაშვილმა.

პროექტს ახორციელებენ გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც სამუშაო შეხვედრის ,,ერთად გავაძლიეროთ მოზარდთა შესაძლებლობები“ გამარჯვებულები გახდნენ. პროექტი ,,MoonLight,, დაფინანსებულია IRC ევროკავშირის მხარდაჭერით, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდთან (kRDF) და ევროპული სამართლის ინსტიტუტთან (ELHRILI) თანამშრომლობით.