იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

194

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, რწმუნებულთან–გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ დალაქიშვილი, ვიცეგუბერნატორი, იმერეთის რეგიონის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

საკონსულტაციო საბჭოზე რეგიონული განვითარების სტრატეგიების სამოქმედო გეგმაში შესატან ცვლილებებსა და იმერეთში 2018 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრის მთავარი საკითხები იყო, ასევე, რეგიონში ცენტრალური მაგისტრალების და ტურისტულად მიმზიდველი ადგილების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება და მუნიციპალიტეტებში არსებული უსახური შენობების მოვლა და შემდგომი განკარგვა.

დღესვე, გარემოს დაცვის ზედამხედველობის რეგიონული სამსახურის უფროსმა გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან–გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭო 3 თვეში ერთხელ იკრიბება.