National Geographic Traveler-მა აჭარის შესახებ მორიგი სტატია გამოაქვეყნა

950

National Geographic Traveler-ის პოლონურმა გამოცემამ აჭარის შესახებ მორიგი სტატია გამოაქვეყნა სახელწოდებით „ცხოვრების მთავარი მოგზაურობა“.

როგორც ჟურნალისტი წერს, ქართველები დარწმუნებულები არიან, რომ შავი ზღვის სანაპირო ყველაზე ლამაზი ადგილია მსოფლიოში. სტატიაში ჟურნალისტი ასევე უზიარებს მკითხველს თავის დადებით შთაბეჭდილებებს აჭარის ტურისტულ ღირსშესანიშნაობების, პროდუქტების, ტრადიციებისა და კულტურის შესახებ. ასევე წერს ალისა და ნინოს, არგონავტების, გონიოს ციხის შესახებ და ქართულ სტუმართმოყვარეობას უსვამს ხაზს.

წელს, ეს პოლონური National Geographic Traveler-ის მეორე სტატიაა აჭარის შესახებ. პირველი სტატია მარტში გამოქვეყნდა, სადაც ბათუმი ევროპაში საუკეთესო ტურისტული ქალაქების ათეულში იყო დასახელებული. ორივე სტატია ჟურნალში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით მომზადდა.