გურჯაანის სოფელ მუკუზანში შიდა გზებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

562

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანში შიდა საუბნო გზებს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება.

გურჯაანის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა სანიაღვრე არხი. ამ გზას რამდენიმე უბანი უკავშირედება და სოფლის მოსახლეობის დაახლოებით 60 %სარგლებლობს.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებილი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ჩატარდება. სატენდერო თანხა 415 248 ლარი იყო, ამ ეტაპზე გამარჯვებული კომპანიის შერჩევა/შეფასება მიმდინარეობს.