კასპის სოფელ ხოვლეში მცხოვრებლები სკოლის მშენებლობის განახლებას ითხოვენ

700

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში სკოლის მშენებლობის პროცესი კვლავ გაჩერებულია. ამის გამო, ადგილობრივი მოსახლეობა დღეს მშენებარე ობიექტთან შეკრებას აპირებდა, მათ ნაცვლად სოფელში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლები გამოჩნდნენ. სკოლის დირექტორმა კი, ჟურნალიტებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

მოსახლეობა სკოლის მშენებლობის განახლებას ითხოვენ.

ხოვლეში ახალი სკოლის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და 2017 წლის 24 ივლისს უნდა დასრულებულიყო. სამუშაოებს კომპანია ,,ბლოკ ჯორჯია” აწარმოებდა, თუმცა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 50%-იც არაა შესრულებული.

კასპის მერიაში აცხადებდნენ, რომ განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოს ახალი ტენდერი უნდა გამოეცხადებინა, თუმცა ეს პირობა არ შესრულდა.