თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგია – დეკემბერი 2015

1626

დოკუმენტი მიღებულია 2015 წლის დეკემბერში თბილისის მერიისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით

მოკლე შინაარსი

დროის შუალედი. თბილისის განახლებული მდგრადი ურბანული ტრანსპორტის (SUT) სტრატეგია განსაზღვრავს იმ მიდგომებსა და პრიორიტეტებს რომელიც მოიცავს მულტიმოდალურ და ინტეგრირებულ მიდგომას, და განხორციელდება ეტაპობრივად 2015-2030 წლებში. ეტაპები დაყოფილია მოკლევადიან (2015-2017), საშუალოვადიან (2018-2021) და გრძელვადიან (2021-2030) ფაზებად.

ფოკუსი. თბილისის SUT სტრატეგია ძირითადად ფოკუსირებული იქნება ეკოლოგიურად სუფთა და დაბალი ემისიის მქონე სატრანსპორტო სისტემაზე, რომელზეც გადაეწყობა თბილისის ურბანული მობილობა და იქნება ძალიან ეფექტური, ინოვაციური, უსაფრთხო, ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი და ფინანსურად მდგრადი მოდელი. სტრატეგია მოიცავს როგორც ტრანსპორტის ყველა სახეობას: კერძო ავტომობილებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, არამოტორიზებულ ტრანსპორტს, ასევე ინსტიტუციურ და მიწის გამოყენების ასპექტებს, რომელიც ხელს შეუწყობს უკეთესი საცხოვრებელი გარემოს შექმნას, ქალაქის მეტად მიმზიდველობას, კონკურენტუნარიანობას და ეკონომიკურ განვითარებას.

ხედვა. თბილისის SUT სტრატეგიაში საქართველოს მთავრობისა და ქალაქის მერიის მხარდაჭერით შემუშავებულია სტრატეგიული ხედვა, რომელიც შედგება სამი ძირითადი მიმართულებისაგან: (i) ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს ჩამოყალიბება (მდგრად ურბანულ ტრანსპორტზე ფოკუსირება), (ii) თბილისის როგორც რეგიონალური ეკონომიკური ცენტრის ფუნქციის ზრდა (iii) თბილისის როგორც კულტურულ, ტურისტულ და ახალგაზრდულ ჰაბად ჩამოყალიბება.

ინტეგრირებული მიდგომა. მდგრადი ურბანული მობილობა და ქალაქგეგმარება ურთიერთკავშირშია და განხილულ უნდა იქნას როგორც ერთიანი სისტემა.

ურბანული მობილობის ძირითადი საკითხები. მდგრად ურბანულ მოდელზე გადასვლა მოითხოვს თანმიმდევრულ და კომპლექსურ ჩარევას, რომელიც მოიცავს ურბანული მობილობის ყველა ასპექტს: (i) ყოვლისმომცველ მდგრად ურბანულ მობილობის გეგმას და ინტეგრირებულ მიდგომას (ქალაქგეგმარებასთან ერთად), (ii) ინსტიტუციურ რეფორმებს, სატრანსპორტო ორგანოს შექმნას რომელიც პასუხისმგებელი იქნება: სატრანსპორტო სისტემის დაგეგმვაზე, განხორციელებაზე, გამართულად ფუნქციონირებასა და განვითარებაზე. (iii) მგზავრთა სტიმულირებას საზოგადოებრივ ტრანსპორტზე არჩევანის შესაჩერებად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების ხარისხისადა მიმზიდველობის გაზრდით.(iv) ძირითადი სატრანზიტი ქსელის გაფართოება და მულტიმოდალური საზოგადოებრივი სატრანსპორტო ქსელის იერარქიის შემოღება, ასევე ავტობუსებისა და მიკრო ავტობუსების სამარშუტო ქსელის რეორგანიზება. (v) ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებები და ტექნოლოგიები (vi) უსაფრთხოება და საყოველთაო ხელმისაწვდომობა, (vii) გაუმჯობესებული საავტომობილო ნაკადები და საცობების შემცირება, (viii) ეკონიმიკური და ფინანსური მდგრადობა, ინოვაციური ფინანსური მექანიზმებისა და კერძო სექტორის ჩართულობის ზრდა, (ix) ტრანზიტზე ორიენტირებული განვითარება (გაზრდილი სიმჭიდროვე და მასობრივი სატრანზიტო დერეფნებისა და მეტროს სადგურების ირგვლივ მიწის შერეულად გამოყენება),(x) ცნობიერების ამაღლება, კონსულტაცია და კომუნიკაცია.

ურბანული განვითარების ძირითადი საკითხები. მდგრადი ურბანული განვითარების მოდელზე გადასვლა მოითხოვს სხვადასხვა ტიპის ქმედებების განხორციელებას რომელიც მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს: (i) ურბანული განვითარების გენერალური გეგმა და ინტერგრირებული მიდგომა (ურბანულ მობილობასთან ერთად), (ii) ცხოვრების ხარისხი, კონკურენტუნარიანობა, ეკონომიკური ზრდა და ტურისტული მიმზიდველობა, (iii) ურბანული მორფოლოგია, ურბანული რეგენერაცია, მიწის შერეულად გამოყენება, ადგილობრივი იდენტობა, (iv) ტოპოგრაფია, ბუნებრივი და ხელოვნური ბარიერები, (v) საყოველთაო ხელმისაწვდომობა, სოციალური და გენდერული თანასწორობა, (vi) ინოვაციური ფინანსური მექანიზმებისა და კერძო სექტორის ჩართულობის ზრდა, (vii) ტრანზიტზე ორიენტირებული განვითარება, მასობრივი სატრანზიტო დერეფნებისა და მეტროს სადგურების ირგვლივ მიწის შერეულად გამოყენება.

მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა (2015-2017). შემოთავაზებული მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა მოიცავს 20 ძირითად ქმედებას, რომელიც დაფუძნებულია მიმდინარე ინიციატივებზე და ხელს უწყობს მინიმალური დანახარჯებით სწრაფი სარგებლის მომცემ პროექტებს, ასევემოიცავს იმ კვლევებსა და ტექნიკურ დახმარებას რომლებიც წარმომდგენენ ბაზისს საშუალოვადიანი და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმების განხორციელებისას. ზოგიერთი ქმედება განხორციელების პროცესშია და დაფინანსების წყაროც განსაზღვრულია, ამავდრულად განსახორციელებელია კონსულტაციები რადგან მოძიებულ იქნას სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტების დაფინანსების წყაროები. მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა თანაბარზომიერად ამბიციურია განსახორციელებელი საქმიანობების მრავალფეროვნების თვალსაზრისით. მისი შესულება მოითხოვს დაფინანსების გონივრული წყაროსა და ძლიერი პოლიტიკური ნების ერთობლიობას, რომელიც წარმოადგენს ძირითად მოთხოვნას რათა მოხდეს მდგრად ტრაექტორიაზე გადასვლა და საშუალოვადიანი და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმების გააზრებულად განხორციელება. ქალაქის მერიამ და საკრებულომ ხელი უნდა შუწყოს, ორგანიზება გაუკეთოს მონაწილე მხარეებსა და სექტორში მოქმედსააგენტოებს შორის კოორდინაციასა და ჩართულობას. მერია ტექნიკურ დახმარებასა და კონსულტაციებს როგორც მოსალოდნელია მიიღებს ავტორიტეტული, შესაბამისი გამოცდილების მქონე საერთასორისო ჯგუფებისაგან ადგილობრივ კონსულტანტებთან ერთად, რადგან ქალაქ თბილისისათვის გამოყენებულ იქნას მსოფლიოს საუკეთესო მაგალითები, პრაქტიკა და სტანდარტები.

საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა (2018-2021). საშუალოვადიანი ქმედებები ძირითადად მიზანმიმართულია რომ დაწყებულ იქნას (i) მდგრადი ურბანული მობილობის განხორციელება (თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგია მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა, ქმედება 3), (ii) მოკლევადიანი გეგმის ფარგლებში დაუსრულებელი ქმედებების დასრულება, ასეთების არსებობის შემთხვევაში და (iii) ინსტიტუციური რეფორმების განხორციელაბა. დაფინანსები უნდა წყაროები განისაზღვროს.
გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა (2022-2030). გრძელვადიანი ქმედებები მდგრადი ურბანული მობილობაზე დაყრდნობით განკუთვნილია ძირითადი მიზნების მისაღწევად 2030 წლისათვის. სხვადასხვა ქმედებეზე გაზრდილი კონცენტრაცია მიზნად ისახავს: (i) ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემის განახლებას (დაფარვის არეალი, საექსპლუატაციო მაჩვენებელი, მომსახურების ხარისხი, ფინანსური მდგრადობა), (ii)დარწმუნებას იმაში რომინსტიტუციონალური რეფორმები სრულად განხორციელდა და ინტეგრირდა შესაბამისი სპეციალისტებით დაკომპლექტებულ სატრანპორტო ორგანოში, რომელიც მოახდენს მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის გამოყენებას და (iii) საბოლოოდ შეიქმნას ერთიანი ურბანული მობილობის სისტემა რომელიც არის ეფექტური, უნივერსალური, უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა და ფინანსურად მდგრადი.

იხილეთ სტრატეგია სრულად