მოსწავლეები და მასწავლებლები შენობის გარეშე – ჟანივრის სკოლის შენობა ისევ არ აშენებულა

138

ჟანივრის სკოლის შენობა 2015 წელს დაიწვა, მას შემდეგ 7 მოსწავლე და 10 მასწავლებელი შენობის გარეშეა დარჩენილი. ბავშვებს გაკვეთილები ადმინისტრაციულ ცენტრში უტარდებათ. სკოლის შენობის მშენებლობა დაიწყო, თუმცა კომპანიამ ვალდებულებები არ შეასრულა. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც მშენებელი სკოლის აშენებას არ ასრულებს. ორი ფაქტი ხულოში დაფიქსირდა.

როდის გამოცხადდება ხელახალი ტენდერი და როდის გამოინახება თანხა წყალსაყრის თემში დაწყებული მშენებლობის დასასრულებლად უცნობია.