გლდანის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა

897

გლდანის „პროფესიული მომზადების ცენტრის“ შენობაში დასაქმების ფორუმი გაიმართა.  თბილისის საკრებულოს ცნობით, ფორუმში დაახლოებით 20 კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობდა. გლდანის რაიონის მოსახლეობა პირადად გაეცნო ვაკანსიებს და მათი ინტერესის შესაბამისი განაცხადები შეავსეს.

ფორუმს ესწრებოდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე,საკრებულოს წერები, გლდანის რაიონის გამგებელი და სხვა სტუმრები.

მაჟორიტარმა დეპუტატებმა იმედი გამოთქვეს, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი მოახერხებს მათთვის საინტერესო ვაკანსიების მოძიებას. მათ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას ფორუმის მიზნებზე მიაწოდეს ინფორმაცია და პროფესიული განათლების განვითარების პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

„ეს რიგით მესამე დასაქმების ფორუმია თბილისში, რომელიც თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართა“, – ნათქვამია საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციაში.