ავსტრიული სამშენებლო კომპანიები საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდნენ

591

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე ავსტრიის დელეგაციას შეხვდა და ქვეყანაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.

შეხვედრაში ავსტრიის ელჩი, ავსტრიის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის უფროსი, ავსტრიის კონსული საქართველოში და ავსტრიული კერძო სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ელჩის განცხადებით, ავსტრიული სამშენებლო კომპანიები დანტერესებული არიან საქართველოში დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებთ.

ირაკლი ქარსელაძემ სტუმრებს დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ დეპარტამენტი დაინტერესებულია, ტენდერებში გამოცდილმა და კვალიფიციურმა კომპანიებმა მიიღონ მონაწილეობა.