ნაციონალები: ბათუმში ბევრი მშენებლობაა გაჩერებული, მის ნებართვაზე კი ბათუმის მერი ხელს არ აწერს

533

ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ქალაქში ბევრი მშენებლობაა გაჩერებული, მის ნებართვაზე კი ბათუმის მერი ხელს არ აწერს. ესახებ ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნოდარ დუმბაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

„ლაშა კომახიძის მერობის პერიოდში უწყებაში მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი განცხადებაა შესული. სამწუხარო ფაქტი ისა, რომ მოქალაქეთა 95 % -ზე მეტს არც დადებითი და არც უარყოფითი პასუხი არ მიუღია. აღსანიშნავია, რომ ბათუმის მერიაში არქიტექტურის სამსახურს ბევრი განხილული საკითხი აქვს მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, არქიტექტურის სამსახურს თავად ლაშა კომახიძე არ ენდობა და დოკუმენტებს ხელს არ აწერ. მიდგომა ძალიან ცუდია, რადგან ქალაქში მშენებლობა გაჩერებულია. მოვუწოდებ ბათუმის მერს, დროულად განიხილოს დოკუმენტები და ხელი მოაწეროს. მშენებლობის ვადები არის დარღვეული და მშენებლები დაზარლდნენ. ელემენტარულად მოქალაქეს საცხოვრებელი სახლის მშენებლობა სურს და უწყება მერიისგან პასუხს თვეების განმავლობაში ელოდება. შესაძლებელია ლაშა კომახიძე 20-სართულიანი კორპუსიდან რამდენიმე ბინას ელოდება და ამ შემთხვევაში დოკუმენტს ხელს მოაწერს“, – განაცხადა ნოდარ დუმბაძე.