თბილისის ბაგა-ბაღები მშობლებს ახალ სერვისს სთავაზობს

487

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მშობლებს სატელეფონო მომსახურებას სთავაზობს. კერძოდ, ამოქმედდა ქოლცენტრი „სერვის+“, რომლის დახმარებითაც მშობლები შეძლებენ პასუხი მიიღონ ყველა იმ შეკითხვაზე, რომელიც მუნიციპალურ ბაღებთან და მათ მართვასთან დაკავშირებით გააჩნიათ.

შემოსულ ზარს ავტომოპასუხე სასურველ განყოფილებასთან გადაამისამართებს, სადაც მოქალაქე ბავშვთა კვებისა და მეთოდოლოგიის, აღსაზრდელთა რეგისტრაციის, იურიდიული საკითხების, შესყიდვების, ფინანსებისა და საკადრო საკითხების შესახებ პასუხს პროფესიონალი კონსულტანტებისგან მიიღებს.

სააგენტოს ცხელი ხაზის ნომერია: 2 37 82 43.