დაბა ხულოში მოსახლეობას ყვითელი შეფერილობის წყალი მიეწოდება

89

“ასობით ათასი ლარის დახარჯვისა და სისტემის გამართვის ფონზე, წყალი მოსახლეობას სასმელად ვარგისი უნდა მიეწოდოს”, – აცხადებს ადგილობრივი მოსახლეობა.

ადგილობრივები სასმელ წყალს მეზობელი სოფლებიდან ეზიდებიან. მოსახლეობის ნაწილი კი, მოყვითალო ფერის წყალს ადუღებს და სასმელად გადადუღებულს იყენებს.

თუმცა ადგილობრივ წყალკანალში ირწმუნებიან, რომ ყვითელი ფერის შეფერილობის წყალი ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის და მისი ფერის შეცვლა ამინდის გაუარესებას უკავშირდება.