„კულტურა საზღვრების გარეშე“-ს ფარგლებში 4 სოფელში ღია სამკითხველო დარბაზები დაარსდება

590

10 მაისიდან პროექტი “კულტურა საზღვრებს გარეშე” იწყება, რომელიც 28 სექტემბრამდე გასტანს.

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ღონისძიებების გამართვა შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში. ამ ეტაპისთვის შეირჩა შემდეგი სოფლები: ტყაია, მეჯვრისხევი, ორსანტია, მერეთი. ამ სოფლებში არ არის ბიბლიოთეკები და თავშეყრის ისეთი ადგილები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ისარგებლებს წიგნებით, დაკავდება საგანმანათლებლო აქტივობებით.

პროექტის ფარგლებში ქართველი გამომცემლებისა და სხვადასხვა კომპანიის ჩართულობით, დაარსდება ღია სამკითხველო დარბაზები.

პროექტი „1 ეკვილიბრიუმის“ ორგანიზებითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.