თბილისსა და ტალინს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა კახა კალაძემ და ტალინის მერმა ტაავი აასმა მოაწერეს. მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გარემოს დაცვა, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და ელექტრონული მმართველობა.

თბილისის მერიის ცნობით, მემორანდუმის გაფორმებამდე გამართულ შეხვედრაზე მერებმა ამ სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. კახა კალაძემ ტაავი აასს თბილისის მერიის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო და სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა. თბილისის მერის განცხადებით, ერთობლივი პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ორ ქალაქს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას.

მსგავსი სიახლეები