თბილისში ელექტროავტობუსი ივლის

თბილისს ახალი ელექტროავტობუსი, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან მოემსახურება. ამის შესახებ კომპანია „ფრეგობასის“ დირექტორმა მურმან პატარაიამ თქვა. ინფორმაციას “კომერსანტი” ავრცელებს.

პატარაიას თქმით, ამ ეტაპზე ავტობუსი დაიტესტება და მგზავრები თავად შეძლებენ ეკლოგიურად 100 %-ით სუფთა ტრანსპორტის შეფასებას.

“ამ ეტაპზე სატესტოდ ჩამოვიყვანეთ ერთი ელექტროავტომობილი, რათა მოქალაქეებისთვის თავიდანვე ხელშესახები გახდეს ის, რაზეც ამდენი ხანია მიდის მსჯელობა. გადავწყვიტეთ, მათ მიეცეთ შესაძლებლობა, თავად შეაფასონ ჩვენი ავტობუსი და დარწმუნდენ, რამდენად ეკომეგობრული და კომფორტული ტრანსპორტია. რაც შეეხება მომსახურებას, ელექტროავტობუსი სატესტო რეჟიმში მგზავრებს, სავარაუდოდ, ორი კვირის განმავლობაში 61-ე სამარშუტო ხაზის საშუალებით მოემსახურება“, – განმარტავს პატარაია.

როგორც მურმან პატარაია აღნიშნავს, შემდეგი ეტაპია ამწყობი ქარხნის მშენებლობა, რომლის სავარაუდო მდებარეობა თბილისი ან მისი მიმდებარე ტერიტორია  (რუსთავი ან მარნეული) იქნება.

მსგავსი სიახლეები