სოფელ ვაზისუბანში მდებარე ოთხ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

1941

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მდებარე ოთხ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანება უკვე გამოქვეყნდა.

როგორც გურჯაანის მერიაში აცხადებენ, ტაძრებისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭების მიზნით სააგენტოში შესაბამისი დოკუმენტაცია მერიამ წარადგინა.

,,სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ანთაძის ბრძანებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობის და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ძეგლის სტატუსი მიენიჭა – ვაზისუბნის თამარ მეფის სახელობის (XI-XII სს), „დავითიანის“ (XI-XII სს), წმ.ილიას სახელობის დარბაზულ (შუა საუკუნეები) და კვირაცხოვლის სახელობის (XIX სს) ეკლესიებს. მიმდინარე წლის იანვარში, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემში მდებარე ორ ისტოეიულ ობიექტს – მამა დავითის (VI-VII სს) და წმ.გიორგის სახელობის (გვიანი შუა საუკუნეები) ეკლესიებს მიენიჭა”,- აცხადებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.

აღსანიშანავია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში 400-ზე მეტი ისტორიული ობიექტია, საიდანაც 145 კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია.