კუს ტბის ტერიტორიაზე ახალი სკვერი მოეწყობა

644

ვაკის გამგეობის ინფორმაციით, კუს ტბის ტერიტორიაზე ახალი სკვერის მოსაწყობად სამუშაოები უკვე დაიწყო.

პროექტი ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით შემუშავდა, მის ტექნიკურ განხორციელებას კი, შპს „ინტერტექნოლოგი“ უზრუნველყოფს.

სამუშაოების შედეგად სკვერი გამწვანდება, განათდება და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.