სოფელ დიღომში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

სოფელ დიღომში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დასრულდა. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, შენობაში დასრულებულია შიდა სარემონტო სამუშაოებიც და ამჟამად ასუფთავებენ.

სააგენტოს ცნობით, უახლოეს მომავალში ბაღი ინვენტარით აღიჭურვება. შესაბამისი ტენდერი ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ უკვე გამოაცხადა. სოფელი დიღომში ახლა მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის.

ახალ ბაღში აღსაზრდელები დიდი დიღმის გარდა, სოფელ დიდგორიდან, თელოვანიდან და ძველი ვეძისიდან დადიან. ახალ საბავშვო ბაგა-ბაღში 70-მდე ადამიანი დასაქმდება, 10-ჯგუფიანი იქნება და 350-მდე აღსაზრდელს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები