კალაძემ გამგებლებს მუშაობის გაუმჯობესებისკენ მოუწოდა

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, სამგორის რაიონს ჩამორჩენა აქვს და პირველ კვარტალში, გეგმის მხოლოდ 58% შესრულდა, დანარჩენი გამგეობების დიდ ნაწილში კი 91%-დან 98%-მდე შესრულებაა. ამის შესახებ მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თქვა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

“არის რამდენიმე რაიონი, რომელსაც პატარა ჩამორჩენა აქვთ, არის 75-78%იანი შესრულება, მინდა გთხოვოთ რომ გავაუმჯობესოთ ეს მიმართულება. ერთ გამგეობას, კონკრეტულად სამგორის რაიონს, ჰქონდა ჩამორჩენა 58%-იანი შესრულებით და მგონია, რომ ეს პრობლემას წარმოადგენს. გამგებელმა, ბატონმა დავითმა განცხადება დაწერა გადადგომასთან დაკავშირებით და ამ მიდგომებს ძალიან ვაფასებ, საპასუხისმგებლოა ზოგადად რაიონის ხელმძღვანელი, გამგებელი და მან მიიღო ეს გადაწყვეტილება. მგონია, ეს ნამდვილად დასაფასებელია, რადგან ჩვენ ყველანი ვართ თვითკრიტიკულები, ჩვენი ინტერესი, პირადად ჩემი იმტერესი არის ის, რომ თბილისი ვაქციოთ უკეთეს, უფრო განვითარებულ ქალაქად”, – განაცხადა ქალაქის მერმა.

რაც შეეხება შესრულებულ სამუშაოებს, მისი თქმით, მოეწყო გზები, რეაბილოტირდა არაერთი სკვერი, სანიაღვრე სისტემები, ასევე თბილისისი მერის თქმით 37600 ბენეფიციარს დახმარება გამოეყო.

სამგორის რაიონის გამგებელმა თანამდებობა 12 აპრილს დატოვა.

მსგავსი სიახლეები