უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან პეკინამდე ველობილიკს „საქგზამეცნიერება“ დააპროექტებს

671

წინა სტატია

უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან პეკინის გამზირამდე ველობილიკის მოსაწყობად საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული შპს „საქგზამეცნიერება“ გამოვლინდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

აღნიშნულმა კომპანიამ ასევე ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებული გამწვანების თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოამზადოს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტენდერი ორჯერ ჩაიშალა.

ტენდერის პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 71 980 ლარი იყო. ტენდერში გამარჯვებული კომპანია თბილისის მერიისგან აღნიშნული საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის შემთხვევაში ყველაზე დაბალ ფასს, 57 500 ლარს ითხოვს. შემდეგ ეტაპზე კომპანიის მიერ წარდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის გადამოწმება უნდა მოხდეს, რის შემდეგაც უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან პეკინის ქუჩაზე ველობილიკის მოსაწყობად საპროექტო დოკუმენტაციის შექმნაზე მუშაობას დაიწყებს.

საპროექტო ველობილიკის სავარაუდო სიგრძე 5,1 კმ-ია. ორივე მიმართულებით ველობილიკის საერთო სიგანე კი 3 მ-ს უნდა შეადგენდეს.

კომპანიამ თბილისის მერიას ველობილიკის მოსაწყობად საპროექტო დოკუმენტაცია ხელშეკრულების გაფორმებიოდან 80 კალენდარულ დღეში უნდა წარუდგინოს. შემდგომ მერია ველობილიკის მოსაწყობად ტენდერს საამშენებლო კომპანიებისთვის გამოაცხადეს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტენდერი ორჯერ ჩავარდა პირველი ტენდერით მომსახურების შესყიდვას მერია 31 860 ლარად გეგმავდა. განაცხადი შპს „გალათეამ“ შეიტანა (22 500 ლარი), თუმცა სატენდერო კომისიამ კომპანიის დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება მიიღო.
მეორე ტენდერში ფასი 40 ათასი ლარი იყო, თუმცა არცერთი განაცხადი არ დაფიქსირდა.