თბილისში ბოტანიკურ ბაღში მოსწავლეებისთვის საკვირაო სკოლა მოეწყობა

127

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში საკვირაო სკოლა მოეწყობა. ამის შესახებ ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, თამაზ დარჩიძემ განაცხადა, რომელმაც თბილისის საკრებულოს დარბაზში, ბოტანიკური ბაღის საგანმანათლებლო პროექტების პრეზენტაცია გამართა. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

თამაზ დარჩიძის თქმით, პროექტები სამი მიმართულებით განხორციელდება, მათ შორისაა მოსწავლეებისთვის საკვირაო სკოლის მოწყობა, ასევე, ჩატარდება საჯარო ლექციები ეკოლოგიისა და მცენარეთა მრავლფეროვნების შესახებ.

გარდა ამისა, ბოტანიკურ ბაღში სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის დაგეგმილია სასწავლო-შემეცნებითი ტურების ორგანიზება.

საგანმანათლებლო პროექტები 2018 წლის მაისიდან, თბილისის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდება.