გლდანში მარატ ნოზაძის სახელობის სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

4062

მუხიანში, 2008 წლის ომის დროს დაღუპული გმირის, მარატ ნოზაძის სახელობის სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ცნობით, სკვერში ასევე, მოეწყობა მარატ ნოზაძის მემორიალი. გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ სკვერის პროექტი ტენდერის გამოცხადებამდე, მარატ ნოზაძის ოჯახის წევრებს გააცნო და მათი მოსაზრებები მოისმინა. სამუშაოების ფარგლებში, 1 200 კვ.მ ფართობზე სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა განთავსდება და ტერიტორია გამწვანდება. ასევე, დამონტაჟდება გარე განათება და სარწყავი სისტემა.