თბილისის მეასე საჯარო სკოლისთვის ახალი შენობა შენდება

182

ახალი სასწავლო წლიდან, თბილისში დიდუბის რაიონში მეასე საჯარო სკოლა ახალ და თანამედროვე შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, სკოლა უახლესი სტანდარტებით, მოსწავლეებისთვის ყველა აუცილებელი პირობის შექმნითა და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით აშენდა და ახლა, შიდა და გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტით გათვალისწინებულია:

სახანძრო უსაფრთხოების დეტექტორის მოწყობა.

განგაშის ღილაკის მოწყობა;

განგაშის სირენის მოწყობა;

აუდიოფიცირება რუპორული გახმოვანებით და ზარის მოწყობით;

განათების მოწყობა სენსორებით (სველ წერტილებში და კიბის უჯრედში);

ელექტრო ფარის მართვა;

ჰაერის ხარისხის კონტროლი;

სამზარეულოში გაზის გაჟონვის სენსორი;

სასკოლო კარის გაღების დეტექტორი;

თბილისის მე-100 საჯარო 1895 წლიდან ფუნქციონირებდა. საქართველოში ის ერთ-ერთი უძველესია შენობა იყო, რადგან 1804 წელს აშენდა. შესაბამისად, ატიპიური ნაგებობა თანამედროვე სკოლის ვერცერთ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდა.

ახალი სკოლის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო, სადაც მოზარდები სწავლას 2018-2019 სასწავლო წლიდან გააგრძელებენ.