2018 წელს სახლი 445 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცემა

694

დევნილთა სამინისტროში „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ სხდომა გაიმართა. ინფორმაციას დევნილთა სამინისტრო ავრცელებს.

კომისიამ 29 მაღალქულიანი ეკომიგრანტი ოჯახისთვის სახლის შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ ოჯახებს საშუალება მიეცემათ, უსაფრთხო ადგილზე მდებარე საცხოვრებელი სახლი, 25 000 ლარის ფარგლებში, თავისი სურვილის მიხედვით შეარჩიონ.

2018 წელს, აჭარის მთავრობასთან ერთად, იგეგმება კიდევ 445 ოჯახის განსახლება.

უწყების ცნობით, სახელმწიფომ, 2013 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი სახლი 1000-ზე მეტ ეკომიგრანტ ოჯახს გადასცა.