მუხიანში, ერთ-ერთ კორპუსში ელექტროპანდუსი დამონტაჟდა

675

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, მუხიანის მესამე მ/რ-ის N8 კორპუსის III სადარბაზოს შესასვლელი ადაპტირდა და ელექტროპანდუსი დამონტაჟდა. გამგეობის ცნობით, ამ მისამართზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ორი ადამიანი ცხოვრობს.

„მუხიანის მესამე მ/რ-ის N8 კორპუსში კიდევ ერთი პროექტი დავასრულეთ, სადაც ელექტროპანდუსი დამონტაჟდა. აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს ეტლით მოსარგებლე ორი მოსწავლე ჰყავს. კორპუსის ადაპტირების შემდეგ კი, მოზარდებს დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობა მიეცათ. ეს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი პროექტია, რომელსაც რა თქმა უნდა, მომავალშიც განვაგრძობთ“, -თქვა გლდანის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ.

სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 35 500 ლარი გამოიყო.