გორის სამ სკვერში ფანჩატურებს დადგამენ

835

წმინდაწყალზე და ვერხვების დასახლებაში სკვერებში ფანჩატურებს დადგამენ. პროექტისთვის გორის მერიიდან 38 500 ლარი გამოიყო. თითო-თითო ფანჩატური კაჩინსკიის, ტყვიავისა და სუხიშვილის ქუჩებზე არსებულ დასასვენებელ პარკებში განთავსდება. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.

პროექტის მიხედვით, რომელიც მერიის დაკვეთით შეადგინეს, სკვერებს რეაბილიტაციას ჩაუტარებენ, ფანჩატურში კი, სკამები და მაგიდაა გათვალისწინებული.

მცირე ზომის მოსასვენებელი ადგილი კონკრეტულად შემდეგ მისამართზე მოეწყობა: ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის მიმდებარედ, სუხიშვილის ქუჩის საცხოვრებელ კორპუსებთან და ტყვიავის ქუჩის #10-11 კორპუსებთან.