თერჯოლის მერს ახალი პირველი მოადგილე ჰყავს

655

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი გაფართოებული თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე უძღვებოდა. სხდომაზე სოფრომაძემ მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე წარადგინა, რომელიც უფლებამოსილების შესრულებას 7 მარტიდან შეუდგა. ინფორმაციას “ტოპნიუსი” ავრცელებს.

მანუჩარ ფანჩულიძე წლების განმავლობაში თერჯოლის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის დირექტორის პოზიციას იკავებდა. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად კი, ის თერჯოლის საკრებულოს წევრი და სოფელ ძევრის მაჟორიტარი გახდა.