თბილისს 19 მეგობარი ქალაქი ჰყავს

2623

თბილისს 19 მეგობარი და 16 პარტნიორი ქალაქი ჰყავს, რომლებსაც დედაქალაქი ათწლეულების განმავლობაში იძენდა. მათთან დაძმობილებისა და პარტნიორობის ხელშეკრულება სხვადასხვა დროს გაფორმდა, რომლითაც ქალაქები ურთიერთდახმარებასა და გამოცდილების გაცვლაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას allnews.ge ავრცელებს.

თბილისის მერიის წარმომადგენლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაძმობილების ხელშეკრულება ფორმდება უვადოდ, ერთი ქვეყნის მხოლოდ ერთ ქალაქთან, ხოლო პარტნიორობის ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს ერთი ქვეყნის რამდენიმე ქალაქთან გარკვეული ვადით ან უვადოდ.