ამბროლაურის მერიამ ახალშობილთა და მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური დახმარების პროგრამა შეიმუშავა

667

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ცნობით, მერიამ ახალშობილთა და მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური დახმარების პროგრამა შეიმუშავა.

პროგრამის თანახმად, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შობადობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ახალშობილთა და მრავალშვილიან ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ შემდეგი სახის ერთჯერადი დახმარებით: პირველ და მეორე ახალშობილზე – 400 ლარი; მესამე და მომდევნო ახალშობილზე – 450 ლარი; ტყუპი ახალშობილების შეძენის შემთხვევაში – 900 ლარი; ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მრავალშვილიან (სამი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარებით – 400 ლარი.

ამასთან, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახები, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის“ შესაბამისად, პირველ და მეორე ბავშვზე სახელმწიფოსგან ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიური დანამატის სახით 100 ლარს იღებენ, მესამე და ყოველ შემდგომ ბავშვზე – ორი წლის განმავლობაში კი 200 ლარის დახმარებას.