3 მარტიდან უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია იწყება

99

თბილისის მერია ივ.ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდინარე ვერეზე მდებარე საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაციას იწყებს. ამის გამო ხიდით სარგებლობა 3 მარტიდან შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ავრცელებს.

საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია პროექტის მიხედვით მოიცავს საფარის გამოცვლას, ბურჯების გამაგრებას, გარდამავალი ფილის განახლებას, მოაჯირების შეღებვასა და განათების სისტემის რეაბილიტაციას.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გრუპო პონტე“ აწარმოებს. პროექტი 4 თვე გასტანს და მისი ღირებულება 515 515 ლარია.