პოლონელმა ექსპერტებმა გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დაგეგმილი პროეექტი გააცნეს

589

’ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება, უკეთესი დაგეგმვის სისტემების საშუალებით“,- ასე ჰქვია პროექტს, რომელიც გორში, პოლონელმა ექსპერტებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნეს.

ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად, პროექტის მიზანია, გაზარდოს საქართველოს მთავრობის შესაძლებლობები ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევისა და მომზადების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებასა და რეგიონების გეგმაზომიერ განვითარებას.

“გარდა ამისა, პროექტი ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებს სივრცითი დაგეგმვის სფეროში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა, საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების კუთხით საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესების შესაძლებლობასაც აძლევს. ორწლიან პროექტს ევროკავშირი 1 500 000 ევროთი აფინანსებს. გასულ კვირას, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პოლონელი ექსპერტები გორის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილსაც სტუმრობდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს” – წერია გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.