ფოთში ახალი საწარმო გაიხსნა, რომელიც ცნობილი ბრენდების ტანსაცმელს შეკერავს

ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს – „აწარმოე საქართელოში“ მხარდაჭერით, ფოთში ახალი საწარმო, შპს „აჭარა ტექსტილი“ ამოქმედდა.

საწარმოში 3000 ადამიანამდე დასაქმდება. ახალი საწარმოს ამოქმედების შედეგად, კომპანია თანამშრომლობას შეძლებს ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა New Balance და Under Armour. ამჟამად კომპანია წლიურად 10 000 000 ერთეული პროდუქციის წარმოებას და ექსპორტს ახორციელებს, რაც, ახალი საწარმოს ამოქმედების შემდგომ, კიდევ უფრო გაიზრდება.

ქართული ექსპორტიორი კომპანია შპს „აჭარა ტექსტილი“  2008 წლიდან საფეიქრო მრეწველობის დარგში მუშაობს და წლების განმავლობაში თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან, როგორებიც არიან: Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima და ა.შ. აღსანიშნავია, რომ კომპანიას ბათუმსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში არსებულ ორ სამკერვალო ქარხანაში დასაქმებული ჰყავს 2 500 ადამიანი.

ფოთის პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 40 მლნ ლარს შეადგენს და ამჟამად 700 ადამიანია დასაქმებული. ზემოთ ხსენებული სამივე პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი  80 მლნ ლარია.

მსგავსი სიახლეები