ფოთში 112-ის ცენტრი შენდება

907

ფოთში 112-ის ცენტრი შენდება. სამშენებლო სამუშაოები ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ, მოადგილეებთან ერთად, დაათვალიერა. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

ფოთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შენობის მშენებლობა 2017 წლის შემოდგომაზე დაიწყო. .

სამუშაოებს შპა „მშენებლობის კასპიისპირეთის სამმართველო“ ახორციელებს. მშენებლობა რეგიონული განვითარების ფონდიდან 339 ათასი ლარით ფინანსდება. ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება კი 17 ათას ლარს შეადგენს.