რაჭაში სამონადირეო მეურნეობა იქმნება

1553

ცხოველთა სახეობების აღდგენის ხელშეწყობისთვის, ასევე სამონადირეო ტურიზმის განვითარებისთვის, რაჭაში სამონადირეო მეურნეობა იქმენა. ინფორმაციას სააგენტო IPN-ი ავრცელებს.

პროექტი საპილოტეა და მას გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაცია FAO აფინანსებს. სამუშაოებს გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული საშენი მეურნეობა განახორციელებს.

“რაჭაში, სამონადირეო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ამ თვალსაზრისით ევროპული ტიპის სამონადირეო მეურნეობის შექმნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონისთვის“, – თქვა რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის თქმით, სამონადირეო მეურნეობის შექმნა ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას და სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.