პოლიტიკური პარტიების შემოწირულობები – აუდიტის სამსახურის მეორე შუალედური ანგარიში

1431

აუდიტის სამსახურის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე შუალედური ანგარიშის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში (4 თვის განმავლობაში) პარტიებმა შემოწირულების სახით 15 333 951,92 ლარი მიიღეს.

ეს თანხა პარტიებზე ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება – 13 814 532,6 ლარი
  • ევროპული საქართველო – 951 833,95 ლარი
  • ნაციონალური მოძრაობა – 114 990,77 ლარი
  • ალექსანდრე ელისაშვილი – 89 554 ლარი
  • პატრიოტთა ალიანსი – 66 392 ლარი
  • ახალი საქართველოს – 59 600 ლარი
  • დომენტი სიჭინავა – 50 150 ლარი
  • დემოკრატიული მოძრაობა – 40 399 ლარი
  • ეროვნული ფორუმი – 39 182 ლარი
  • ლეიბორისტული პარტიის – 23 196 ლარი
  • გულო ზუმბაძე – 25 400 ლარი იყო
  • ეროვნულ-დემოკრატიული პარტია – 12 204 ლარი

სხვა საარჩევნო სუბიექტების შემოწირულებები ოთხთვიან პერიოდში 10 000 ლარს ქვემოთ იყო. ამასთან, მხოლოდ ოქტომბერში პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა 11 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღეს.

ამავე ანგარიშის მიხედვით, პარტიებმა 22 აგვისტოდან 22 ოქტომბრის ჩათვლით, 16 861 130 ლარი დახარჯეს. მათ შორის ყველაზე მეტი დახარჯეს “ქართულმა ოცნებამ”, “ევროპულმა საქართველომ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ”:

  • ქართული ოცნება – 11 651 146 ლარი
  • ევროპულმა საქართველო – 929 584 ლარი
  • ნაციონალური მოძრაობა – 735 090 ლარი
  • პატრიოტთა ალიანსი – 797 022 ლარი
  • ახალი ქრისტიან დემოკრატები – 397,327 ლარი
  • სახელმწიფო ხალხისთვის 336 893 ლარი
  • გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის – 246 891 ლარი
  • ზვიად გამსახურდიას გზა – 394 040 ლარი.

ოქტომბერში პოლიტიკურმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა ჯამში 11 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღეს.

22 პირის მიმართ მიმდინარეობს მოკვლევა, რადგან 3 წლის განმავლობაში მათი პირადი შემოსულობები იმაზე ნაკლებია, ვიდრე პარტიას შეწირეს. მათ უახლოეს მომავალში დაიბარებენ გამოკითხვაზე.

იხილეთ ანგარიშები სრულად:

პოლიტიკური პარტიები

დამოუკიდებელი კანდიდატები